ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა

ისრაელმა ოთხშაბათს, გამთენიისას, ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ობიექტები, რომლებსაც როგორც მიწა-მიწის, ასევე მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების წარმოებისთვის იყენებდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შესაფერხებლად თეირანში ცენტრიფუგების წარმოების ობიექტს დაარტყეს.

„ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს