მარია ზახაროვა - ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის - დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი