ლევან სანიკიძე - ნაცვლად იმისა, რომ შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგო სისტემა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება, საქმე, რომელიც კახა კალაძემ დაიწყო, რომ „გაზპრომსა” და „როსნესტზე“ მივბმულიყავით, ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ გრძელდება

ჩვენ ისევ მთლიანად მიბმული გავხდით საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ნაცვლად იმისა, შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგო სისტემა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახა კალაძემ, მივბმულიყავით „გაზპრომსა” და „როსნესტზე“, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

„ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ხვდებიან „როსნესტის” წარმომადგენლებს. ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან. ეს არის ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით, ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმის ნაცვლად, რომ ვცდილობდეთ ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი ენერგო სისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახა კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით „გაზპრომსა” და „როსნესტზე“, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი რიუმინის მეთაურობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი