კახა კალაძე - ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან

ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2017 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტების პრეზენტაციისას განუცხადა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან. ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას ვაკეთებთ და რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ცხადია, არც იმაზე გვიჭირს საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დედაქალაქი და რა პრობლემები გააჩნია. რა თქმა უნდა, გამოწვევებს და პრობლემებს არ გავურბივართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები ესწრებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი