ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით

ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც ისინი ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გარკვეული ქვეყნები გამონაკლისებს უშვებენ, თუმცა სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა.

„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისთვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით უნდა გავიხსენოთ, რომ იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის დაფინანსების. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდშიც იყო იმის მცდელობა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო. ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის „ფრანკლინის კლუბის“ გაგრძელება.

რაც შეეხება ეუთო/ოდირს, იცით, რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, იქიდან გამომდინარე, ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემასთან. სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ, ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით.

თქვენ იცით, რომ ეუთო ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნების და მან დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით. დღეს იგივე ადამიანები, რომლებმაც საერთოდ სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის