ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია - თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის

ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი - თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს იმაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა და მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.

„ყველამ იცის რეიტინგები, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ანუ, საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთი ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ მიიღონ საკრებულოებში, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის რაღაცა შიდა ბრძოლები, რომელსაც ჩვენ ოპოზიციაში ვხედავთ. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რომელიც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრის, ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი აღიარება.

„კარგია, რომ ხშირად ვისმენთ აღიარებებს და ესეც არის მორიგი აღიარება იმისა, რომ ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. სხვა არაფერი იყო ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა ამ მცდელობაში, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება.

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ,“ - განაცხადა პრემიერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო