კახა კალაძე - პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს

შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ თბილისი უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„რვა წელი იწურება, რაც დედაქალაქის მერი ვარ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უამრავი პროექტი განხორციელდა. რთულია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული იყოს, კიდევ უფრო მეტი განახლებული ქუჩა, გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს. ესენი არიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც შრომობენ, რომ თბილისი იყოს სუფთა, ლამაზი, პოპულარული. მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქთან მიმართებით აქვს. პოლიტიკური მხარდაჭერისა და გუნდური თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რაც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია