საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა

სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე აცხადებს.

ის სტუდენტებს ურჩევს, აუცილებელად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ სამუშაოს პოვნაში დაეხმარებათ.

„აუცილებელად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარებათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამუშაო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ უნივესიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო - არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის”,- განაცხადა მან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა - 2021-ში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა. პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულება, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო