ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს - თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება

მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა მოხდება.

ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მისი კოლეგები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს