გიორგი ტყემალაძე - წლების წინ გვქონდა ამბიცია, რომ ავტობუსების პარკი სრულად განახლებულიყო, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც - დღეს ეს უკვე რეალობაა

ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. ეს არეალი კრავს ყველა რაიონს ერთმანეთთან. საუბარია 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს. ასევე, ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ესეც შესრულებულია. ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მისი თქმით, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი; კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად.

ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ინტეგრირებული ტარიფისა და უფასო სამგზავრო აბონემენტის პროექტზეც, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სატარიფო სისტემის დანერგვა, რაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ერთ აბონემენტში გაერთიანებას გულისხმობს. მთაწმინდის საბაგირო არის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილი და სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე საბაგიროც ინტეგრირებულია სატრანსპორტო სქემაში და ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის