„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა კომპანია „გრადა დეველოპმენტმა“ მულტიფუნქციური კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დაასრულა. კომპანია, დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ „გრადა პარკის“ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს.

გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს და ჯამში 582 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

„გრადა დეველოპმენტი უკვე 9 წელია მაცხოვრებლებს თბილისის ყველაზე განვითარებად უბანში - დიღომში უსაფრთხო, კომფორტულ და სრულად განვითარებულ გარემოს სთავაზობს. „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინებში უკვე შესახლებულნი არიან მაცხოვრებლები. II, III და IV ბლოკები კი ეტაპობრივად, 2026 წლის დეკემბრამდე დასრულდება. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. კომპანია სამომავლოდ საქმიანობას კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სამ ახალ საცხოვრებელ პროექტზე, ალექსანდრე ყაზბეგის, მარშალ გელოვანისა და აკაკი წერეთლის გამზირებზე. თითოეული პროექტი გამორჩეულია მაღალი სამშენებლო სტანდარტებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მობინადრეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტებით. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია, ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს განხორციელებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო