რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, - ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რიაბკოვის თქმით, შეერთებული შტატები მუდმივად ყველა პროცესის წინა ხაზზეა და იმის თქმა, რომ ისინი ადრე არ ერეოდნენ, მაგრამ ახლა ერევიან, არასწორია.

„სხვა საკითხია, თუ როგორ უყურებენ ისინი ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ვაშინგტონს ვაფრთხილებთ ასეთ, თუნდაც სპეკულაციურ, თეორიული ვარიანტებთან დაკავშირებით: ეს მთელი სიტუაციისთვის რადიკალურად დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება, - ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს