297.265,3 გრ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანის მძღოლმა, საქართველოს ტერიტორიის გავლით ნიდერლანდების სამეფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებული ტვირთის სპეციალურ სამალავში უკანონოდ შეინახა 297.265,3 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 6 ივნისს, „გუგუთის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში და ბათუმის მიმართულებით გადაზიდა.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება სამართალდამცველებმა სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან ამოიღეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა და საქართველოში უკანონო შემოტანა); 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); და 260-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე სხვა პირთა მხილების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია