სულხან თამაზაშვილი - ჩემთვის სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს - პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს, ამას გაუგებრობას დავარქმევ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.

მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!