გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს

მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„ჩვენ პრობლემის გადაჭრის გზის მოსაძებნად მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გვიანი არასდროს არის, თუ გულწრფელი განზრახვა არსებობს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, ისრაელის შიში იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შეიმუშავებდა, სრულიად გამართლებული იყო და მას თავდაცვის უფლება ჰქონდა.

„ისრაელის გადაწყვეტილება, ამ საფრთხის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედოს, გასაგებია“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს