გამომძიებელი ნიკუშა კაციას საქმეზე -  დაკავებული ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა

[ნიკუშა კაცია] ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, - ამის შესახებ გამომძიებელმა მირზა ჯაფარიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.

ჯაფარიძე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას საქმეზე აძლევს ჩვენებას. გამომძიებელი ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება.

„წინააღმდეგობას გვიწევდა, პროპორციული ძალით ის შებოჭილი იქნა... აღნიშნული ნივთიერება ნიკოლოზ კაციას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან იქნა ამოღებული. მას შემდეგ, რაც ნივთიერება იქნა ამოღებული, ის დამშვიდდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, შევფუთე ამოღებული ნივთიერებები. ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა. ის გაეცნო დაკავების ოქმს და ოქმის გაცნობა სათანადო ხელის მოწერით დაადასტურა.

ვინაიდან მე მახლდა ორი ოპერატიული თანამშრომელი, მე უნდა შემედგინა ოქმი, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად შეიძლებოდა მას ან ჩვენს თანამშრომელს მიეღო დაზიანება, რის გამოც, ის სამსახურებრივ მანქანაში იქნა ჩასმული.

ვიდეოგადაღება გვინდოდა, მაგრამ ჩხრეკა წინააღმდეგობის პირობებში მოხდა, გადაღება სცადა ჩემმა თანამშრომელმა, მაგრამ წინააღმდეგობის გამო, გადაღება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ადვოკატის კითხვაზე, სცადა თუ არა ვინმე ნეიტრალური მოწმის დასწრება, გამომძიებელმა უპასუხა, რომ მან „დააკაკუნა კარზე და არავინ გაუღო“.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო