გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, კვირაცხოველის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში: პლატინის, ჯვრის ასახვევის და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!