CIU-ში წიგნის - „როგორ დავიპყროთ YouTube“ - პრეზენტაცია გაიმართა

17 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პანორამულ სივრცეში წიგნის - „როგორ დავიპყროთ YouTube“ - პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაშრომის ავტორი CIU-სა და „Udemy Academy“-ს კურსდამთავრებული, პროფესიით ჟურნალისტი და YouTube ექსპერტი თინათინ მკალავიშვილია.

ინფორმაციის თანახმად, „როგორ დავიპყროთ YouTube“ პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც ამ პლატფორმაზე არხის შექმნა, განვითარება და წარმატების მიღწევა სურს.

„წიგნის პრეზენტაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ. მან ნაშრომის მნიშვნელობასა და ახალგაზრდა ავტორთა წახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა სასწავლო პროგრამაში მსგავსი პრაქტიკული სახელმძღვანელოების ინტეგრირების მნიშვნელობა შეაფასა.

შეხვედრას ესწრებოდა წიგნის რეცენზენტი, ისტორიკოსი, თომა ჩაგელიშვილი. მან საუბრისას ნაშრომის ინოვაციურობასა და პრაქტიკულ ღირებულებას გაუსვა ხაზი.

სახელმძღვანელოში დეტალურადაა განხილული სტრატეგიები, ალგორითმები, „კონტენტის” შექმნის მეთოდები და „იუთუბის” ეკოსისტემის ნიუანსები. წიგნი მკითხველს მარტივად და გასაგებად უხსნის, როგორ შეიძლება იქცეს YouTube წარმატების მიღწევის საშუალებად.

სახელმძღვანელო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და მულტიმედია ცენტრის ჩართულობით მომზადდა. ნაშრომი წარმოადგენს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, რომელიც მიზნად ისახავს მკითხველისთვის მაქსიმალურად სასარგებლო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო