უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ დასავლური იარაღი გაანადგუროს, სრული აბსურდი და არაადეკვატურობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ფედერაცია სრულ არაადეკვატურობას ავლენს, როდესაც აჟღერებს მოთხოვნას დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა სახის იარაღის განადგურების შესახებ.

„რუსი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღე ახალ აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ. სრული არაადეკვატურობა. მოსკოვი სრულ უგულებელყოფას იჩენს შეერთებული შტატების მიერ ომის დასრულების მცდელობების მიმართ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს კომენტარს, რომლის თქმითაც, უკრაინამ დასავლეთის მიერ გადაცემული ყველა სახის იარაღი უნდა გაანადგუროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს