ისრაელი სპარსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში ირანელებს, რომლებიც  “გაურკვეველ მომავალზე ღელავენ”, “მოსადთან” დაკავშირებას ურჩევს

ისრაელი სპარსულ ენაზე გავრცელებულ მესიჯში ირანელებს, რომლებიც “გაურკვეველ მომავალზე ღელავენ”, “მოსადთან” დაკავშირებას ურჩევს. შესაბამის განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

“ირანის ძვირფასო მოქალაქეებო, გვესმის რეჟიმის მიერ შექმნილ მძიმე პირობებში თქვენი რთული მდგომარეობა. ბოლო დღეებში, ბევრი მესიჯი მივიღეთ ადამიანებისგან, რომლებიც ახლანდელ გაურკვეველ მომავალზე ღელავენ. მათაც კი, ვინც საკუთარ თავს როგორც რეჟიმის უსაფრთხოების ინსტიტუტების წევრებად აიდენტიფიცირებენ, ჩვენთან გამოხატეს თავიანთი შიში, სასოწარკვეთა და სიბრაზე იმაზე თუ რა ხდება ირანში და ისრაელის ოფიციალურ პირებთან დაკავშირება მოგვთხოვეს, რათა ირანმა იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც ლიბანმა და ღაზამ.

მნიშვნელოვანია იმის დაკონკრეტება, რომ ასეთი მოთხოვნებისთვის შესაბამისი ძალა არ ვართ. მაგრამ მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ამ ბმულით “მოსადის” ვებგვერდზე მიგმართოთ.

შესაძლოა ახალი გზა იპოვოთ იქ ვითარების გასაუმჯობესებლად”, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში, რომელსაც თან მიბმული აქვს სადაზვერვო სამსახურის (“მოსადის”) საკონტაქტო გვერდის ბმული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს