პროკურორი - ნიკოლოზ კაცია გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით - მონაწილე პირები აკეთებენ განმარტებებს, რატომ ვერ შეძლეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო გადაღება

პოლიციელს სრულად ჰქონდა ყველა რეკვიზიტი აღწერილი და სათითაო გვერდზე ნიკოლოზ კაცია გაეცნო აღნიშნულ პირადი ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით, - ამის შესახებ ნიკოლოზ კაციას საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჭიტაძის თქმით, გამომძიებელმა განმარტა, რომ ნიკოლოზ კაცია მისი დაკავების ოქმს გაეცნო და მასზეც ხელი მოაწერა.

„პოლიციის თანამშრომელმა დაადასტურა მის მიერ შედგენილი, ნიკოლოზ კაციას მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი, დაადასტურა გარემოებები, ვითარება, ასევე აღნიშნა, რაც სასამართლოშია წარმოდგენილი, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი გახლავთ სულ ხუთ გვერდზე შედგენილი. სრულად ჰქონდა მას ყველა რეკვიზიტი აღწერილი და სათითაო გვერდზე ნიკოლოზ კაცია გაეცნო აღნიშნულ პირადი ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით.

ასევე, გამომძიებელმა განმარტა, რომ იგი გაეცნო ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების პაკეტს, რაც დაადასტურა ასევე ხელმოწერით. ასევე, მის მიერ შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, აღწერილი იქნა იქ ვითარება, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. აღნიშნულზეც გამომძიებელმა განმარტა, რომ გაეცნო ნიკოლოზ კაცია და დაადასტურა ხელმოწერით“, - აღნიშნა ნუგზარ ჭიტაძემ.

რაც შეეხება კითხვას ნეიტრალური მოწმის შესახებ, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, ეს ფაქტი წარმოადგენს თუ არა პრობლემას, ჭიტაძემ უპასუხა, რომ თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ობიექტური პირის დასწრებას, მაშინ საქმე სხვა მტკიცებულებებით უნდა იყოს გაჯერებული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ნეიტრალური პირის დასწრებას, მაგ შემთხვევაში სხვა მტკიცებულებებით უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმე გაჯერებული, რათა სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში თითოეული მონაწილე პირი განმარტავს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები და პირადი ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის პირობებში. ისინი აკეთებენ განმარტებებს, რატომ ვერ შეძლეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო გადაღება, ასევე მიუთითებენ გარემოებებზე, თუ რატომ ვერ მოხდა ნეიტრალური პირის დასწრება, ამასთან ერთად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული და წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ნიკოლოზ კაციას მხრიდან ნარკოტიკულ საშუალებებზე შემხებლობა“, - განაცხადა ჭიტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს