დონალდ ტრამპი - ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის - პუტინმა მედიაცია შემომთავაზა და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, ამაზე მერე იღელვე - რაც შეეხება ირანზე დარტყმას, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება - არა

შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.

“შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ.

შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები, აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ”,-განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”.

“გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.

“40 წელია ისინი ამბობენ - “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინც მათ არ მოსწონთ. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი