გორში კაცმა ცოლი დაჭრა - არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული

გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, 20 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა. იგი კლინიკა ,,გორმედშია" გადაყვანილი.

ახალგაზრდა ქალს კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, წყვილი ორი თვის დაქორწინებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს