გაერო-ს უშიშროების საბჭო, ისრაელი-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით,  საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო, ისრაელი-ირანის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, პარასკევს საგანგებო სხდომას გამართავს.

მედიის ინფორმაციით, სხდომა ირანის, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ალჟირის მოთხოვნით გაიმართება.

გაერო-ში ისრაელის ელჩის, დენი დენონის განცხადებით, შეხვედრას ისრაელის მხარეც დაესწრება.

„ისრაელმა არა მხოლოდ თავი დაიცვა, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეც აღმოფხვრა“, - განაცხადა ელჩმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტის შემდგომ ინტერნაციონალიზაციას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს.

„ნებისმიერ დამატებით სამხედრო ჩარევას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ჩართული მხარეებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს