ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიოა, რაც მათ მიერ მიღებული რეზოლუციებითაც დასტურდება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რაც მათ მიერ მიღებული რეზოლუციებითაც დასტურდება.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ უწოდებს ევროპას „ივანიშვილი და მისი ბანდა“ „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“, რითაც პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებს.

„ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, სხვადასხვა ტიპის რეზოლუციას რომ იღებდნენ. ბოლო თვეების და წლების მანძილზე რეზოლუციები აბსოლუტურად იდენტური არის იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. კონკრეტული ადამიანები ყველგან იარსებებენ, რომლებმაც შეიძლება განსხვავებული რამ თქვან, მაგრამ საბოლოოდ, ევროპის და დასავლეთის პოზიცია ერთიანია. ამიტომაც არის, რომ მთლიანად დასავლეთს და ევროპას, ივანიშვილი და მისი ბანდა მოიხსენიებენ, როგორც „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. ამით ისინი ჩვენს დასავლელ კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპის ნაწილი და როდესაც ევროპელი ლიდერები საქართველოზე აკეთებენ განცხადებას, საუბრობენ იმ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპის ნაწილად მოიაზრებენ.

„ივანიშვილი ახლა საუბრობს, თითქოს ევროპას არავითარი საქმე არ აქვს საქართველოსთან, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი არ ვართ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიული კანონმდებლობის მიღება სულერთი უნდა იყოს ევროპისთვის, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკური პოზიცია. ევროპელი ლიდერები, ევროპული ინსტიტუციები დიქტატურის დამყარების შემთხვევაში, მსგავს ქვეყნებზე განცხადებებს გააკეთებენ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართული დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც ყველა პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

„საუბარი იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებელ, მიხეილ სააკაშვილზე. რიგმა პოლიტიკისებმა ხაზი გაუსვეს იმ ისტორიულ როლს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო მკაფიო ხდება ყველასთვის. ივანიშვილი და მისი ბანდა არის გუნდი, რომელსაც საქართველო ჩამოაშორა დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდი როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში.ეს არის ყველაზე ხილული ივანიშვილის მიერ დიქტატურის დამყარების შემდგომ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო