საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Lamborghini ქართულ ბაზარზე ფართო სამოდელო რიგით იქნება წარმოდგენილი. შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე პრესკონფერენცია გაიმართა. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი ქართულ მედიას შეხვდა. ის აცხადებს, რომ თავდაპირველი მიზანი 30 ერთეულის გაყიდვაა, რაც რეალისტურ შეფასებებს ემყარება და ამავე დროს ამბიციურ პოზიციონირებაზე მიუთითებს. იტალიური სუპერქარის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგია“.

ვპირდებით მომხმარებელს, რომ გადავაჭარბებთ მათ მოლოდინებს და განსაკუთრებულ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი სამომავლო ხედვები არ ემყარება მხოლოდ გაყიდვების ზრდას, ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციური, ტექნოლოგიურად დახვეწილი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე . კომპანიამ უკვე განაახლა სამოდელო რიგი და ყველა ავტომობილი ახლა ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი. ათწლეულის ბოლომდე კი Lamborghini აპირებს GT 2000-ის სრულიად ახალი, მეოთხე მოდელის გამოშვებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბრენდის პოზიციას პრემიუმ სეგმენტში და მომხმარებლებისათვის არჩევანს კიდევ უფრო გააფართოებს, მათ შორის საქართველოშიც“, - ამბობს Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი.

Lamborghini ბაზრის ეტაპობრივ ზრდას თავის პარტნიორთან, „თეგეტასთან“, ერთად გეგმავს. ჰოლდინგი მსოფლიო ბრენდის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს