სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ საშაურმეს სალმონელას აღმოჩენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულ 5-ივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA) აღმოაჩინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშაურმეში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირებისას ასევე, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).

შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც, ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს