ანდრეი სიბიგა - ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს - უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება, მოქმედების დროა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, მშვიდობას დათანხმდეს

ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უპირობოდ მიიღო აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის სრულად შეწყვეტის, მკვლელობების დასრულებისა და ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ. ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი მშვიდობისკენ გადადგმულ ამ პირველ ნაბიჯს უარყოფს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, აღნიშნული 100 დღის განმავლობაში რუსეთი „მანიპულაციას აგრძელებს და უკრაინის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს“.

„უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ომს ირჩევს და აშშ-ის მცდელობებს უგულებელყოფს. მოქმედების დროა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება