რატი იონათამიშვილი - რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა, დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი მედია დღის წესრიგს აწყობს იმაზე, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე“. ამის შესახებ იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, ეს მაშინ, როდესაც მათ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნა „ფეხქვეშ გათელეს“.

„რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების დროს, იგნორირება გაუკეთეს მისიის მთავარ შეფასებას - „ქართული ოცნება - არჩეული ხელისუფლება“, დღეს კი პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე“, - წერს რატიო იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ, სადაც ისინი ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებენ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს