კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა - დღეს ამის აუცილებლობა არაა, მით უმეტეს, რომ ამ ორგანიზაციის დასკვნები ფეხქვეშ გაითელა

თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეუთო/ოდირის დასკვნები ფეხქვეშ იქნა გათელილი“.

„საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირი. მათ წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნა. გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პრაქტიკებსაც თუ გადავხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასდროს არსად არ ხდება ეუთო/ოდირის მოწვევა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ვიმეორებ, თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იქნა გათელილი“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც დაავალებენ.

„საერთოდ არ არის საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. სულ რამდენიმე თვის წინ გახსოვთ მათი განცხადებები, პოზიციები. პირდაპირ ამბობდნენ, რომ არცერთი არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. დღეს უკვე პოზიციები შეცვლილია. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია