კახა კალაძე ოპოზიციაზე - სურვილი აქვთ, რომ დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, რა გამოდის? პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ეს სწორი არ არის - პოლიტიკოსები პირველები უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია - სურვილი აქვთ, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების გამო დაჯარიმდნენ.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კანონს, წესრიგს უნდა იცავდნენ.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სურვილი აქვთ, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, ანუ რა გამოდის? - შენ პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს და ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. შენ შეგიძლია ვიღაცა ან რაღაცა დააზიანო, კანონი დაარღვიო და როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, ამის უფლება მათ უნდა ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ, პოლიტიკოსებს საზოგადოების, ხალხის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინც კანონს, წესრიგს დაიცავს და ა.შ. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ამას რადიკალური დაჯგუფება აკეთებს”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ზოგიერთ პოლიტიკოსსა და აქტივისტს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი