ისრაელის თავდაცვის მინისტრი - არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს

არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მისი თქმით, ხამენეი ღიად აცხადებს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს.

„ის პირადად გასცემს საავადმყოფოებზე დარტყმის ბრძანებას. ის აცხადებს, რომ მისი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა. ასეთი ადამიანის არსებობა დაუშვებელია“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებს „ბრძანება მიღებული აქვთ“ და იციან, რომ „ყველა მიზნის მისაღწევად, ამ კაცმა არსებობა არ უნდა გააგრძელოს“.

„არ შეიძლება ისეთმა დიქტატორმა, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანის მსგავს ქვეყანას მართავს და მის მისიას ისრაელის განადგურება წარმოადენს, არსებობა გააგრძელოს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს