კახა კალაძე - გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება.

„გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც მთავარია გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებზეც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი