თბილისის მერი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი, კახა კალაძე გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110−112 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განხორციელდა უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები დაიწყო. უკვე დამონტაჟებულია გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები.

„გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N110−112 კორპუსებთან არსებულ ტერიტორიას უტარდება სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა უსახური ფარეხების დემონტაჟი, რისთვისაც მინდა, ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. თავადაც ნახავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საუბნო სივრცეების არსებობა, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ზონა და განთავსდება ატრაქციონები. დაირგვება ხე-მცენარეებიც. ერთი ჰექტარი ტერიტორიაა და სამუშაოებს სექტემბრისთვის დავასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობითვე, გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი