ირანის ელჩი - იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს, საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა - ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მოსახლეობას მოუწიოს ქვეყნის დატოვება

იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა ისრაელ-ირანის დაპირისპირების გაფართოების და ესკალაციის საფრთხე.

ელჩის თქმით, ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ქვეყნის არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობას ნებისმიერ აგრესიისგან დაიცავენ.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს კონფლიქტი. იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა. ირანი არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენს არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს ქვეყანა ნებისმიერ აგრესიისგან დაიცვას. ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მოსახლეობას მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მოსახლეობაში შეინიშნება ერთსულოვნება. ისინი ერთმანეთის გვერდში დგანან.

რაც შეეხება კადრებს, რომლებიც გავრცელდა, თუ როგორ ტოვებს მოსახლეობა თეირანს, ირანში ასეთი ჩვეულებაა, როდესაც დასვენების დღეებია, მოსახლეობის ნაწილი ქალაქგარეთ გადის. 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თეირანში და თუ აქვთ საშუალება, ყოველთვის ცდილობენ დედაქალაქიდან გასვლას. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეირანიდან გასვლა ნაკარნახევი იყო თვითონ ხელისუფლების მოწოდებით, რათა უკეთ შეძლოს მათი დაცვა ნებისმიერ აგრესიისგან.“- განაცხადა ელჩმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო