გია ვოლსკი - ის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, არ არის დაფუძნებული რაიმე სამართლიან ინფორმაციაზე - რაც შეეხება მზია ამაღლობელს, კონკრეტული დანაშაული ჩადენილია, რაც სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა

ის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, არ არის დაფუძნებული რაიმე სამართლიან ინფორმაციაზე - რაც შეეხება, მზია ამაღლობელს, კონკრეტული დანაშაული ჩადენილია, რაც სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ვოლსკის შეფასებით, მიღებული რეზოლუცია დაფუძნებულია ისეთ ინფორმაციაზე, რომელსაც მხოლოდ იმ ერთი წყაროდან იღებენ, „რომელიც თავის მიერვე არის შექმნილი - არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პირდაპირ ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის სამოქმედო გეგმაში“.

„ეს არის ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ და არამხოლოდ ამ რეზოლუციის მაგალითით. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული.

რაც შეეხება, მზია ამაღლობელს, კონკრეტული დანაშაული ჩადენილია, რაც სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა. ამგვარი დანაშაულისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს