თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორისაა Times Higher Education Impact Rankings 2025 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობის (SDG3) მიმართულებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მიხედვით მსოფლიოს ტოპ 201–300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 130 ქვეყნის 2526 უნივერსიტეტი შეისწავლეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა SDG3-ის – ჯანმრთელობა და კეთილდღეობის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თსსუ-ის წვლილს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

უნივერსიტეტების რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების შედეგების მიხედვით მომზადდა. შეფასება თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემით - Times Higher Education Impact Rankings 2025 - მოხდა. რეიტინგის შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იყო ის წვლილი, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და გნავითარებაში შეაქვთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს