ანდრეი სიბიგა - პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას - რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების

პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ნდობა არცერთ ვითარებაში არ შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების.

“ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოსკოვის თვალთმაქცობის მინიმუმ ორ მაგალითს გვაჩვენებს.

პირველი, პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას.

მეორე, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დარტყმებს გმობს, მაშინ, როდესაც დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას. პუტინი, ვითომ, თავის დახმარებას სთავაზობს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც უარს ამბობს საკუთარის დასრულებაზე.

ერთადერთი რაციონალური დასკვნაა ის, რომ რუსეთის ნდობა არცერთ ვითარებაში არ შეიძლება, და ის ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების”,-წერს სიბიგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს