დევიდ ლემი - დროა, თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, არსებობს ფანჯარა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კრიზისის დასასრულებლად შესაძლებლობის ორკვირიანი ფანჯარა არსებობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ახლა დროა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მძიმე სცენები შეწყდეს და თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, რომელიც არავისთვის იქნება სასარგებლო. ახლა არსებობს ფანჯარა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად“, - აღნიშნულია დევიდ ლემის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილების გზები განიხილა.

„ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ სახიფათოა. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ლემიმ შეხვედრების შემდეგ.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ჟენევაში შეხვდება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი