ანატოლი გიგაურის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისას, გაიგონა პოლიციელების მისამართით გიგაურის ნათქვამი: „რატომ მირტყამ, რატომ დამარტყი“

[ანატოლი გიგაურის] ხმა გავიგე, რატომ მირტყამ, რატომ დამარტყი, - ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას შეესწრო. ის დაცვის მხარის მოწმე იყო და სწორედ ამით დაასრულა ადვოკატმა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა.

რამიშვილის ჩვენების მიხედვით, მან გაიგო ფრაზა, რომელსაც გიგაური პოლიციელების მისამართით ამბობდა, ამასთან, დაინახა, გიგაურის მიერ მოქნეული ხელი, თუმცა, მოხვდა თუ არა პოლიციელს ხელი, მას არ დაუნახავს. მისი შეფასებით, გიგაურის ქმედება პოლიციელის მიმართ უფრო ხელით მოშორებას ჰგავდა.

„გაკვირვებული ვიყავი, რომ ჯიკაობის პროცესში პოლიციის ორი თანამშრომელი იყო ჩართული.

პოლიციელის მხრიდან მოწოდება, რომ [გიგაური] შეჩერებულიყო, არ გამიგია და არც გიგაურს უცდია მიმალვა",- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის