დიმიტრი პესკოვი - ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია - აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია „პანდორას ყუთს“ გახსნის

ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია და ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „პანდორას ყუთს“ გახსნის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-ს განუცხადა.

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და სახიფათოა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად. კონფლიქტის მონაწილეთა შემადგენლობის გაფართოება პოტენციურად კიდევ უფრო საშიშია. ეს მხოლოდ დაპირისპირების კიდევ ერთ წრეს და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. [ირანში რეჟიმის შეცვლა] წარმოუდგენელია. ეს მიუღებელი უნდა იყოს, ამაზე საუბარიც კი ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რუსეთი „ძალიან ნეგატიურ“ რეაგირებას მოახდენს. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ რა ქმედებებს განახორციელებს რუსეთი და განაცხადა, რომ ეს ირანში ექსტრემისტული განწყობების გაჩენას გამოიწვევს.

„ეს ირანში ექსტრემისტული განწყობების გაჩენას გამოიწვევს და მათ, ვინც [ხამენეის მკვლელობაზე] საუბრობს, ეს უნდა გაითვალისწინონ. ისინი „პანდორას ყუთს“ გახსნიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება