ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს, ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით, თეირანში სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება დავავალე

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, თეირანში სამიზნეებზე დარტყმები გააძლიერონ, რათა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რეჟიმის ყველა სიმბოლოს და მისი ჩაგვრის მექანიზმებს, როგორიცაა ბასიჯი [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული დაჯგუფება], ასევე რეჟიმის ძალაუფლების ბაზას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელმა უნდა განახორციელოს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია თეირანიდან, რეჟიმის დესტაბილიზაციისა და ისრაელის შიდა ფრონტზე რაკეტების გაშვების საპასუხოდ შეკავების ძალის გაზრდის მიზნით.

„ისრაელმა, ამავდროულად, უნდა განაგრძოს ობიექტებისა და მეცნიერების დაბომბვა ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლის მიზნით, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი სრულად არ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი