საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად ხელმეორედ აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად ხელმეორედ აირჩიეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, არჩევნებში 120 ქვეყნის 500-ზე მეტი პალატა მონაწილეობდა და გიორგი პერტაია შეირჩა იმ 20 წევრს შორის, რომლებიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში WCF-ის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავენ.

„მსოფლიო პალატების ფედერაცია მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც გლობალურ დონეზე მილიონობით კომპანიის ინტერესებს იცავს. ფედერაციის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს და მისი მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მსოფლიო პალატების ფედერაცია აერთიანებს 1,600-მდე წევრ პალატას, 3,000-ზე მეტ აფილირებულ ორგანიზაციას და 45 მილიონ ბიზნესს მსოფლიოს მასშტაბით.

ფედერაციის მიზანია პალატების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა, კერძო სექტორის გაძლიერება, სავაჭრო პალატების როლის პოპულარიზაცია, მომსახურებების განვითარება და გაფართოება, გლობალურ არენაზე პალატების ინტერესების დამაჯერებლად წარმოჩენა.

გენერალური საბჭო განსაზღვრავს ფედერაციის სტრატეგიულ მიმართულებებს, აძლიერებს სავაჭრო პალატების როლს და ინტერესებს გლობალურ ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!