მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს - ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქტივისტ ნინო დათაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!

ბრძოლა ბოლომდე, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამხობად!” - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შსს-მ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიმართ 9 ივნისს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი