გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა

20 ივნისი, 2025 – გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გალტ & თაგარტმა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

“ინვესტორებისთვის კრიტიკულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც პირდაპირ აისახება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია — სიღრმისეული ანალიზის წარდგენასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე დიალოგს. ბოლო პერიოდში იზრდება ინტერესი ქარისა და მზის ენერგიის მიმართ, რაც დეტალურად აისახა ჩვენს კვლევაში. კვლევაში განხილულია როგორც ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ენერგოსისტემის სტაბილურობასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განსაზღვრავს“, — აღნიშნა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს