“თეთრმა კვადრატმა” მობინადრეების ლოიალობის ბარათი "ქი ქარდი“ წარადგინა

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.

ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.

ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. "ქი ქარდი" წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. "თეთრი კვადრატი" არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას“.

პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:

  • პრემიუმ ტექნიკისა და ინტერიერის ბრენდები – Miele, Design Avenue, ელიტ ელექტრონიქსი
  • ავტოინდუსტრიის ლიდერი – თეგეტა მოტორსი
  • სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი – NUAGE Clinique, Lutecia,
  • ფიტნესისა და ცხოვრების სტილის სივრცეები – World Class

„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.

ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.

„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია