ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ დიპლომატთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს