ნიკა მელიას საქმის პროკურორი - საპროცესო კანონმდებლობით აბსოლუტურად დასაშვებია და სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა ის, რომ პირის მიმართ, რომელთანაც გამოყენებულია უკვე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მეორედაც იქნას გამოყენებული პატიმრობა

არის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ან სხვა რისკები, რაზეც ვაპელირებდით სხდომაზე. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეს რისკები, ვერ დაველოდებით იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს და ამ დროს მოხდეს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე მიმალვა, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„როგორც მოგეხსენებათ, საპროცესო კანონმდებლობით აბსოლუტურად დასაშვებია და სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა ის, რომ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოყენებულია უკვე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მეორედაც იქნას გამოყენებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ამის საფუძველი, როგორც ბრალდების მხარის პოზიციაში მოისმინეთ, ასევე, სასამართლოს განმარტებაში იყო ის, რომ მეორე სისხლის სამართლის საქმე არის უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბუნებრივია, როდესაც ხდება პატიმრობის სავალდებულო წესით გადასინჯვა, შესაძლოა, ბრალდებულის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით, ასევე, გარდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლების შესაძლო არსებობისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უკვე არის არსებითი განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, შესაძლოა, გამოყენებული იქნას არასაპატიმრო სასჯელი.

ამ პირობებში სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, მომეტებული დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ამ შემთხვევაში, არის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ან სხვა რისკები, რაზეც ვაპელირებდით სხდომაზე. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეს რისკები, ვერ დაველოდებით იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს და ამ დროს მოხდეს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე მიმალვა და ამ საფრთხეების გამორიცხვის არარსებობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მოცემულობით, დღეის მდგომარეობით, ნამდვილად არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი, რაც გაიზიარა კიდეც სასამართლომ”, - განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის