„შერატონ ბათუმში” გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“

20 ივნისს, „შერატონ ბათუმში” გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის

პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჟურნალისტების დახმარება.

„გამოფენა, რომელიც თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის ნაწილი იყო, თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ის ევროპის დღე ბათუმის ნაწილია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება ხვალ სასტუმრო "შერატონ ბათუმში"“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს