ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება

ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება კიდევ ერთხელ განიხილოს მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - განაცხადა არაღჩიმ და აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები “მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”. მას არ დაუკონკრეტებია ისრაელმა როგორ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, ამავდროულად, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.

“მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ”, - განაცხადა არაღჩიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს